logo
ENG



ადვოკატი: რაშანის დაკავება მის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება

10 თებ 202007:37
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის რაიონში დაკავებული აქტივისტის, რაშან ზიადალიევის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

როგორც ცნობილია, სამოქალქო აქტივისტს პოლიციელები სურათებს ფარულად უღებდნენ, ზიადალიევი დაინტერესდა, რატომ უღებდნენ ფოტოს ნებართვის გარეშე, მაშინ, როცა პირადობა თან ჰქონდა.

კანონის თანახმად, როდესაც მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან აქვს, ინდეტიფიკაციისთვის სურათის გადაღება უკანონოა. სწორედ ამ კანონის თანახმად რაშანმა სამართალადამცველებს სურათი არ გადააღებინა.

ზიადალიევი ეჭვობს, რომ პოლიციამ მისი დაკავება წინასწარ დაგეგმა. როგორც აქტივისტის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რაშან ზიადალიევი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და მას სამოქალაქო აქტიურობის გამო დევნიან. 

„პოლიციელების მიერ შედგენილი ოქმი, რომელიც ამბობს, რომ რაშანი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა არის უკანონო, რადგან კანონიერი მოთხოვნა ზოგადად არ არსებობდა ამ შემთხვევაში. თუ ადამიანს თან აქვს პირადობა, მაშინ ფოტოების გადაღება მისი იდენტიფიკაციისთვის არის უკანონობა. ჩვენც და რაშანიც თვლის, რომ მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება არა სამართალდარღვევას, არამედ მის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება“, - განაცხადა რაშან ზიადალიევის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.


close დახურვა